პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციასა და გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იზიარებს.
დეპუტატის აზრით, ლარის კურსი არ არის თემა რაზეც გადაწყვეტილებები საპარლამენტო დებატების ფორმატში უნდა იყოს მიღებული. ამასთან, ბესელიას ცნობით, დღეს საღამოს გახდება ცნობილი თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად პარლამენტი მიმდინარე კვირას რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.
"პრეზიდენტის გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორია. ამ ტიპის საკითხებს მთავრობის მაქსიმალური ძალისხმევა სჭირდება და არა დებატები. დებატებით ვერ მოხდება ლარის კურსის დასტაბილურება. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ჩვენ დღეს შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ. დღის ბოლოს გეცოდინებათ თუ როგორ განვითარდება მოვლენები", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ