"კარასინი-აბაშიძის ფორმატი მავნებლურია საქართველოს ინეტერსებისთვის"

აბაშიძე-კარასინის შეხვედრას მავნებლურს უწოდებს საპარლამენტო ოპოზოცია. "ნაციონალური მოძრაობის" ლდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, პრაღის მოლაპარაკლებების ფორმატი დიდი ხანია გასცდა ჰუმანიტარულ სფერსო, რომელიც ამ საუბრის თემად იყო გაცხადებული.

"ნათელია, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი ვნებს საქართველოს ეროვნულ ინეტერსებს. ამ ფორმატში მიმდინარე საუბრები შორს გასცდა ე.წ. ჰუმანიტარულ სფეროს, რაც იყო გაცხადებული, რომ იყო ამ საუბრების თემა. ჩევნ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ეს ფორმატი იმ თავითვე იყო არასწორი, იმ თავითვე იყო მავნებლური" აცხადებს ბარამიძე.

შეგახსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მორიგ რაუნდი დღეს, პარაღაში შედგება.