აშშ-ის მთავრობასა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. ამის მიზეზი "ბიბისის" ცნობით, ამჯერად ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოებაა. კერძოდ, ისრაელი ამერიკას თეირანის შესაჩერებლად არასაკმარისი ზომების მიღებაში ადანაშაულებს.
ნეთანიაჰუს თქმით, ამ ვითარებას ისრაელი არ შეეგუება. აღნიშნულ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამოეხმაურა. ჯონ კერის თქმით, ნეთანიაჰუ არასწორად აფასებს ვაშინგტონის ქმედებებს ირანთან დაკავშირებით. აშშ-ისა და ისრაელს შორის ურთიერთობის დაძაბვა რესპუბლიკელების მიერ აშშ-ის კონგრესში ნეთანიაჰუს მიწვევასაც უკავშირდება, რამაც დემოკრატების გაღიზიანება გამოიწვია.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, სიუზან რაისის განცხადებით, ისრაელის პრემიერის კონგრესში გამოსვლა სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.