უკრაინის საზღვარი ათასზე მეტმა რუსულმა სამხედრო ტექნიკამ გადაკვეთა

უკრაინის საზღვარი ათასზე მეტმა რუსულმა სამხედრო ტექნიკამ გადაკვეთა

უკრაინის საზღვარი უკვე ათასზე მეტმა რუსულმა სამხედრო ტექნიკამ გადაკვეთა. ამის შესახებ, "ლიგა.ნეტის" ცნობით, ევროპაში ნატო-ს ძალების სარდალმა, ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაცია არა დროებითი, არამედ გლობალური პრობლემაა. "გასული წელი რომ გავიხსენოთ, ახლა ევროპაში უსაფრთხოების მხრივ სრულიად განსხვავებული და კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა. ეს არის გლობალური და არა რეგიონული გამოწვევა", - განაცხადა ბრიდლავმა.

ნატო-ს სარდალი ასევე ამბობს, რომ უკრაინის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთმა ათასობით ტანკი, ჯავშანტრანსპორტიორი, მძიმე არტილერია და სხვა სამხედრო აღჭურვილობა გაგზავნა.