5 მარტს, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის გამართვა იგეგმება

5 მარტს, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის გამართვა იგეგმება

ფინანსთა სამინისტროსთან გამართული აქციის ორგანიზატორები შემდეგი აქციის გამართვას 5 მარტს, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აპირებენ. 

ფინანსთა სამინისტროსთან ოპოზიციური პარტიების ლიდერების აქცია დასრულდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კერძოდ, "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავა და პარტიის წევრებმა ალეკო შალამბერიძემ, ბეჟან გუნავამ, ასევე "რეფორმატორების" ლიდერმა ირაკლი ღლონტმა და პარტიის სხვა წევრებმა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა ვერ შეძლეს. 

ფინანსთა სამინისტროდან მათთან ადმინისტრაციის წარმომადგენელი გამოვიდა, რომელმაც აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ მოქალაქეებისათვის მინისტრს აქვს სპეციალური მიღების დღეები. მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მინისტრი შეხვდებოდა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა. ამ განცხადებამ ფინანსთა სამინისტროს მისაღებში მყოფ პირთა შორის უკმაყოფილება და შეძახილები გამოიწვია. 

"რეფორმატორების" ლიდერის ირაკლი ღლონტის თქმით, მათ მინისტრთან შეხვედრა სურდათ, რათა მისთვის ეკონომიკის გასაჯანსაღებლად ის ხედვები წარედგინათ, რაც პირადად მას და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააჩნიათ. 

აქციის დასასრულს, ირაკლი ღლონტმა და კახა კუკავამ დაანონსეს, რომ შემდეგ აქციას ოთხშაბათს, 5 მარტს, 19.00 საათზე, ბიძინა ივანიშილის რეზიდენციასთან გამართავენ. კახა კუკავას თქმით, ბიძინა ივანიშვილისაგან მოითხოვენ პასუხს რატომ ცდილობენ მისი მინისტრები საფინანსო ორგანიზაციებიდან 30 მილიონიანი სესხის აღებას.