იორდანიაში აშშ-ის საელჩო მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ იტყობინება. "ბიბისის" ცნობით, როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი, მათ მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია დედაქალაქ ამანში სავაჭრო ცენტრებზე მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ. თუმცა, თავდასხმების ზუსტ დროს ვერ ასახელებენ.
საელჩო თავის თანამშრომლებს და იორდანიაში მყოფ ამერიკელებს მოუწოდებს სავაჭრო ცენტრებში ვიზიტისგან თავი შეიკავონ. თავად იორდანიის მთავრობის პრესსპიკერი, მუჰამედ ალ-მომანი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, აცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები უსაფრთხოებისთვის საჭირო ზომებს მიიღებენ.