აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულების იმედი გაჩნდა. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, უკრაინის არმიის წარმომადგენლებმა განაცხადეს. როგორც სამხედროები ამბობენ, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მსხვერპლი არ ყოფილა.
რაც შეეხება პრორუს მებრძოლებს, ისინი აცხადებენ, რომ მათ მინკსის შეთანხმების მიხედვით, კონფლიქტის ზონიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანის პროცესი დაასრულეს. თუმცა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ილკა კანერვა "ბოევიკებს" მინსკის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, პრორუსი მებრძოლები ეუთო-ს მისიას არ აძლევენ უფლებას კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებს დააკვირდეს.
"შეშფოთებული ვარ იმის გამოც, რომ რუსეთი საჯაროდ არ მოუწოდებს სეპარატისტებს დაუყოვნებლივ მისცენ ჩვენს დამკვირვებლებს მუშაობის უფლება, შეწყვიტონ შეთანხმების პირობების დარღვევა და გაიყვანონ სამხედრო ტექნიკა. საერთაშორისო საზოგადოებამ ქალაქ მარიუპოლში სეპარატისტების მხრიდან თავდასხმის ნებისმიერი მცდელობა უნდა დაგმოს მკაცრად და დროულად",- განაცხადა კანერვამ.
მისივე თქმით, რუსეთს შეუძლია გააკეთოს მეტი აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად.