უკრაინის უშიშროების სამსახურმა კიევში რუსული ტელეარხების "ენ-ტე-ვე"-სა და "ო-ერ-ტე"-ს ჟურნალისტები დააკავა.
"ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, მათ უკრაინაში ყოფნის ვადა შეუმცირდათ და უახლოეს პერიოდში ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ. გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მრჩეველი მარკიან ლუბკივსკი წერს.
მისივე ინფორმაციით, ამ ჟურნალისტებს უახლოესი 5 წლის განმავლობაში უკრაინაში შესვლა აეკრძალათ. ცნობილია, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთის 100-ზე მეტ საინფორმაციო საშუალებას რამდენიმე დღის წინ უკრაინის სახელმწიფო დაწესებულებებში აკრედიტაცია გაუუქმა.