აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ევროპა და ამერიკა რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ერთიანია.
"არ გამოვრიცხავთ მორიგ რაუნდს, რომელიც შესაძლოა, დამოკიდებული იყოს იმაზე, როგორ განხორციელდება მინსკის შეთანხმებები უახლოესი დღეების განმავლობაში", - "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, ამის შესახებ კერიმ ამერიკის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციები აისახა რუსეთის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რაზეც მეტყველებს რუსული რუბლის კურსის ვარდნა და ქვეყნიდან კაპიტალის გადინება.