ფილიპ ბრიდლავი - შესაძლოა, მოლდოვასა და საქართველოშიც ველოდოთ გარკვეულ მოქმედებებს რუსეთისგან

ფილიპ ბრიდლავი - შესაძლოა, მოლდოვასა და საქართველოშიც ველოდოთ გარკვეულ მოქმედებებს რუსეთისგან

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში თავის გეგმებს ვერ მიაღწია, ამიტომ დონბასში ახალ მოქმედებებს უნდა ველოდოთ. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპაში ნატოს ძალების სარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადა.

"არ მგონია, ვინმე ჩვენგანი დარწმუნებული იყოს, რომ პუტინმა თავის მიზანს მიაღწია უკრაინაში. არც მე მჯერა, რომ უკრაინის არმიას შეუძლია შეაჩეროს რუსები აღმოსავლეთ უკრაინაში", - განაცხადა გენერალმა.

ბრიდლავის თქმით, რუსეთმა სერიოზულად გაზარდა სამხედრო დარგზე ფინანსური გავლენა, მათ შორის ბირთვული შეიარაღება. მანვე აღნიშნა, რომ პუტინის კამპანია დეზინფორმაციის გასავრცელებლად ძალიან შთამბეჭდავია.

"ჩვენ ასევე ვხედავთ გარკვეულ მოქმედებებს მოლდოვაში, საქართველოზე ზეწოლას, ასე რომ, იქაც შესაძლებელია ველოდოთ გარკვეულ მოქმედებებს", - განაცხადა ბრიდლავმა.