"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას ეხმარება და საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს მიმართავს. შეფასებას დღეს ფინანსთა მინისტრის მიერ ლარის კურსთან და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 2%-მდე შემცირებასთან დკავშირებით, პეტრიაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
"ნოდარ! 2 პროცენტიან ზრდას შეინარჩუნებთ მაინცა? ქამრების შემოჭერა არ შველის მარტო მაგ საქმეს. 750 მილიონის ადინისტრაციული ხარჯი სად ჰქონდა მთავრობას? პროექტებს რაც შეეხება, ეს უკვე მთელ მთავრობას გეხებათ, ჟირინოვსკის თუ დაუჯერებთ და აფხაზეთის გავლით რკინიგზის პროექტზე დაიწყებთ ოცნებას, ბოლშევიკებზე ვისაც კინოები გაქვთ ნანახი, ლიანდაგების შესამოწმებლად წინასწარ რო დაგორავენ ორ კაციანებით, რუსულად "დრეზინა" ჰქვია (ქართულად არ ვიცი), აი ვინც მაგ პროექტს მხარს დაუჭერს, მაგაში ჩაგსვამთ ყველას და გადავულოცავ თქვენს თავს პირდაპირ ჟირინას! ჭამა სმა დიდად შესარგი იმან იცის თუ იცის. თუ დაავალებენ, მოგხედავთ!"-წერს ალექსი პეტრიაშვილი.