"ნატო არ აშენებს ინფრასტრუქტურას პარტნიორ ქვეყნებში"

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო ალიანსის პარტნიორ ქვეყნებში ინფრასტრუქტურას არ ანთავსებს.

საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის ამოქმედების თემაზე საუბრისას, აპატურაი აღნიშნავს, რომ ეს არის საქართველოს ბაზა-საქართველოს სუვერენული ტერიტორია.

"რაც იქნება ერთობლივი, ის არის, რომ საქართველო და ნატო ერთობლივად შეადგენენ კალენდარს წვრთნების ჩასატარებლად, რომელიც დაეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს პროფესიონალიზმის გაზრდასა და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებაში. ნატო-ს პარტნიორებიც მიიღებენ სარგებელს საქართველოს გამოცდილების გაზიარებით. ეს არის საქართველოს ტერიტორია და მისი კუთვნილი შენობა-ნაგებობები. ჩვენ არსად დავდივართ და არ ვაშენებთ ინფრასტრუქტურას პარტნიორ ქვეყნებში. საწვრთნელი ცენტრი არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის ნატო-ს ბაზა, ჩვენ არ ვაშენებთ ნატო-ს ბაზას საქართველოში",-განაცხადა აპატურაიმ.

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს მიერ საქართველოსთვის შემოთავაზებული არსებითი პაკეტი საქართველოში ალიანსის სამეკავშირეო ოფისის გაძლიერებასთან ერთად, ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებასაც გულისხმობს.