ე.წ სამხრეთ ოსეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ოსური საინფორმაციო სააგენტო "რესი" იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, ბაზაზე ერთ-ერთ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულები არ არიან. სამხედროებმა ტერიტორიის დატოვება დროულად შეძლეს. ინციდენტი სოფელ კვერნეთში ნომერ მე-4 სამხედრო ბაზაზე მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.