ეუთო-ს დამკვირვებლები კონფლიქტის ზონიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანის პროცესს არ აკვირდებიან

ეუთო-ს დამკვირვებლები კონფლიქტის ზონიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანის პროცესს არ აკვირდებიან

რუსეთი შეშფოთებულია იმის გამო რომ "კიევსა და უკრაინის გარეთ" გარკვეულ ძალებს დონბასში სამშვიდობო პროცესებისთვის ხელის შეშლა სურთ. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთო-ს დამკვირვებლები კონფლიქტის ზონიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანის პროცესს არ აკვირდებიან.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ, ვინაიდან სამხედრო ტექნიკის გამოყვანის პროცესი დაიწყო, ეუთო-ს დამკვირვებლები კი ამ პროცესს არ აკვირდებიან. 12 თებერვალს მინკსში მიღწეული შეთანხმების თანახმად კი, ისინი უნდა დააკვირდნენ და დაადასტურონ იარაღის და ტექნიკის ფრონტის ხაზიდან გამოყვანა", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.