ბაზარზე ლარის კურსი გამყარდა. „კომერსანტმა“ თბილისის რამდენიმე უბანში მდებარე სავალუტო ჯიხურებიდან ინფორმაცია მოიპოვა. ირკვევა, რომ დოლარის გასაყიდი ფასი ამ პუნქტებში 2,27 ლარია, შესაძენი კი 2,24. დილით სავალუტო პუნქტებში დოლარის შეძენა 2,36–2,37 ლარად იყო შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა 2,29–ად.
ბაზრის მოთამაშეები დღეს ლარის ოფიციალური კურსის ზრდასაც პროგნოზირებენ.