პრეზიდენტი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით „თავისუფალ დემოკრატებს“ ხვდება

პრეზიდენტი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით „თავისუფალ დემოკრატებს“ ხვდება

როგორც შეხვედრის დაწყების წინ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, შეხვედრის მთავარი თემები ეკონომიკური კრიზისი და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსია.

„ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა, ვაკვირდებით ქვეყანაში საკმაოდ რთულ ვითარებას. ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და რეალურად, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ნაბიჯებს. ამიტომაც, მივმართეთ პრეზიდენტს და ვთხოვეთ შეხვედრა. გვინდა ვისაუბროთ ქვეყანაში არსებულ რეალურ ეკონომიკურ კრიზისზე და ასევე საგარეო პოლიტიკურ კურსზე, რომელზეც პრეზიდენტმა ჩვენი მიმართვის შემდეგ პირდაპირი და ღია მიმართვა გააკეთა, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.