გიორგი ქადაგიძე ქვეყანაში იმპორტის შემცირებას არ გამორიცხავს

გიორგი ქადაგიძე ქვეყანაში იმპორტის შემცირებას არ გამორიცხავს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ქვეყანაში იმპორტის შემცირებას არ გამორიცხავს. როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს დღეს, კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ლარის გაუფასურების ასახვა იმპორტის მაჩვენებელზე უკვე დაწყებულია.

"დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ მივიღეთ ლარის 30 %-იანი გაუფასურება. ეს ჯერ ბოლომდე არ ასახულა იმპორტზე. იმპორტზე ასახვა მოხდება და დაწყებულია, რაც ნიშნავს, რომ იმპორტი შემცირდება", - განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე განმარტებით, იმპორტის შემცირება ნიშნავს ნაკლებ მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე, რის შესაბამისადაც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზით, უახლოეს მომავალში ლარი უნდა დასტაბილურდეს.