ნინო გვენეტაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მხარი დაუჭირეს

ნინო გვენეტაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მხარი დაუჭირეს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო გვენეტაძემ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის მხარდაჭერა მიიღო.

ფარული კენჭისყრისას გვენეტაძის კანდიდატურას ხუთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ერთს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო ორი ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. კენჭისყრას წინ უძღოდა ნინო გვენეტაძის მოსმენა, რაც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ხმაურით წარიმართა.

გვენეტაძისთვის შეკითხვების დასმა მოისურვეს კომიტეტის სხდომაზე მყოფმა იურისტებმა, ალექსი კობაიძემ და კახა კობახიძემ, რომლებიც იმ 28-კაციან სიაში იყვნენ, ვინც პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარსადგენად შესთავაზეს. ვახტანგ ხამალაძემ მათ სიტყვის თქმის უფლება არ მისცა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა.