ჩვენი ქვეყნის ეროვნულ დამოუკიდებლობას დღესაც საფრთხე ემუქრება

ჩვენი ქვეყნის ეროვნულ დამოუკიდებლობას დღესაც საფრთხე ემუქრება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას შეფასებით, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ დამოუკიდებლობას დღესაც საფრთხე ემუქრება.

როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ჟურნალისტებს კოჯორში იუნკერთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ განუცხადა, აღნიშნული საფრთხე არსებობს, ვინაიდან როგორც წლების წინ, რუსეთი დღესაც აწარმოებს აგრესიულ პოლიტიკას მეზობლების მიმართ.

"დღევანდელი დღე ყოველ ქართველს კიდევ ერთხელ ახსენებს იმას, თუ რამხელა საფრთხე არსებობს ჩვენი ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობისთვის დღესაც, იმიტომ რომ, როგორც წლების წინ, რუსეთი ანალოგიურად აწარმოებს აგრესიულ პოლიტიკას თავისი მეზობლების, უკრაინის და მათ შორის, საქართველოს მიმართ. დღევანდელი დღე არის ასევე დიდი იმედის დღე, რადგან ისეთი ქართველები, როგორებიც ის ადამიანები იყვნენ, ვინც 90-იან წლებში საქართველოს ერთიანობისთვის თავი გასწირეს, ჩვენთვის სამაგალითონი არიან და ჩვენ სწორედ მათგან ვიღებთ იმ ძალას, რომ არასდროს არ მოვუხაროთ ქედი ჩვენს მოწინააღმდეგეებს. დღევანდელი დღე არის გამაერთიანებელი ქართული ძლიერი სულის, ქართული გაუტეხელი სულის, რომელიც გვახასიათებდა და დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ჩვენს სამშობლოს ისევ დასჭირდება, ყველანი დავდგებით ერთად და მათ იარაღით ხელში დავიცავთ", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.