ვერასდროს, სხვა ქვეყნის ძალა ვეღარ შეძლებს შეცვალოს საქართველოს სამსახურში მდგარი სახელმწიფო წყობა

ვერასდროს, სხვა ქვეყნის ძალა ვეღარ შეძლებს შეცვალოს საქართველოს სამსახურში მდგარი სახელმწიფო წყობა

მტკიცედ ვამბობთ, რომ სხვა ქვეყნის ძალა ვერასდროს ვეღარ შეცვლის ჩვენს დამოუკიდებელ, სუვერენულ და საქართველოს სამსახურში მდგარ სახელმწიფო წყობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს კოჯორში განუცხადა, სადაც იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

"ერთი საუკუნის წინ ოკუპანტის ჯარმა, რომელთაც სხვათა შორის, ზურგს უმაგრებდნენ ადგილობრივი გამყიდველები, დაამხო პირველი ქართული რესპუბლიკა. იმის მერე ჩვენ, ვინც აღვადგინეთ ახალი ქართული სახელმწიფო და დავარქვით მას საქართველო, ვიხსენებთ ამ დღეს და მტკიცედ ვამბობთ, რომ ვერასდროს სხვა ქვეყნის ძალა ვეღარ შეძლებს შეცვალოს ჩვენი დამოუკიდებელი, სუვერენული და საქართველოს სამსახურში მდგარი სახელმწიფო წყობა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

იუნკერთა მემორიალი გვირგვნით ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა შეამკეს.