გიორგი ხელაია თანამდებობაზე დარჩა

გიორგი ხელაია თანამდებობაზე დარჩა

გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება არ მიმიღია, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, გიორგი ხელაიამ დღეს თბილისის მერიაში ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი ხელაიამ თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მის თანამდებობიდან წასვლას შეეხებოდა.

"გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე დავტოვე თანამდებობა. ეს არის აბსოლუტური დეზინფორმაცია. ვიცი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გავუწბილე იმედები. მე ვრჩები თანამდებობაზე. არანაირი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება არ მიმიღია და ვასრულებ ჩემზე დაკისრებულ ფუნქციებს", - აღნიშნა გიორგი ხელაიამ.