ველოდები, რომ პარლამენტში ვნახავთ არა უცნაურ პროცესებს, არამედ ძალიან ღია პროცესს

ველოდები, რომ პარლამენტში ვნახავთ არა უცნაურ პროცესებს, არამედ ძალიან ღია პროცესს

საქართველოს პრეზიდენტს, გიორეგი მარგველაშვილს იმედი მაქვს, რომ პარლამენტში ვიხილავთ არა უცნაურ და ჩავარდნილ სხდომებს, არამედ ღია პროცესს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ნინო გვენეტაძის კანდიდატურის პარლამენტში განხილვის თემის კომენტირებისას განუცხადა.

ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კანდიდატის შერჩევის პროცესში პრეზიდენტის ინსტიტუტმა "ფართოდ გაუღო კარი, როგორც პოლიტიკურ ძალებს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას".

"მინდა გაგახსენოთ, რამდენად ღია იყო ის პროცესი, რომლის შედეგადაც შეირჩა ნინო გვენეტაძის კანდიდატურა. საპრეზიდენტო ინსტიტუტს, არც პოლიტიკური და არც საკანობდელო ვალდებულება არ ქონია, რომ ასე ფართოდ გაეხსნა კარი, როგორც პოლიტიკური ძალებისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვის. მიუხედავად ამისა, მთელი პროცესი თავიდან ბოლომდე იყო ღია. მე ველოდები, რომ პარლამენტში ჩვენ ვნახავთ არა უცნაურ, ჩავარდნილ სხდომებს, უცნაურ პროცესებს, რომლის უკანაც უნდა ვივარაუდოდთ რაღაც კულარული თემები, არამედ ველი, რომ ვნახავთ ძალიან ღია პროცესს, რომელშიც იქნებიან ჩართული, როგორც პოლიტიკური ძალები, ასევე საზოგადოების წარმომადგენელბი და ისინი ღიად, გასაგებ ენაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. მე მოველი ამას, რადგან პარლამენტი თავისი არსით, არის ის ადგილი, სადაც პოლიტიკური ძალები ღიად ლაპარაკობენ და ამ დიალოგში ერთვება მთელი საზოგადოება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქარფთველოს პრეზიდენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო გვენეტაძე წარადგინა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომა კი, სადაც გვენეტაძის კანდიდატურაზე უნდა ემსჯელათ, ორჯერ ჩაიშალა.