კახა ოქრიაშვილი - ლარის გაუფასურებით ბიზნესი ერთმნიშვნელოვნად ზარალდება

კახა ოქრიაშვილი - ლარის გაუფასურებით ბიზნესი ერთმნიშვნელოვნად ზარალდება

"PSP"-ს დამფუძნებლის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურებით ბიზნესი ერთმნიშვნელოვნად ზარალდება. ამის შესახებ კახა ოქრიაშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ოქრიაშვილმა აღნიშნა, მისმა კომპანიამ უარი თქვა მოგებაზე რამდენიმე თვით, იმისათვის რომ "გადააგოროს მოსახლეობამ ის პრობლემები, რაც არის ლარის კურსთან დაკავშირებით". 

რაც შეეხება მედიკამენტებზე ფასების ზრდას, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ ფასების მატება შეიძლება იყოს, მაგრამ არა პარალელურად ისეთი დოზით, რა დოზითაც ვარდება ლარი დოლართან მიმართებაში. რაც შეეხება რჩევებს, ოქრიაშვილი ამბობს, რომ ცოტა მეტი პოზიტივი და დრაივია საჭირო, იქნება ეს ქმედებები თუ განცხადებები ხელისუფლების მხრიდან.