აქციის გამო, ნოდარ ხადური და გიორგი კვირიკაშვილი

აქციის გამო, ნოდარ ხადური და გიორგი კვირიკაშვილი "თბილისი მარიოტში" სხვა შესასვლელიდან შევიდნენ

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი უკვე "თბილისი მარიოტში" იმყოფებიან. ისინი სასტუმროში ცენტრალური შესასვლელიდან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, არ შესულან. 

ხადური და კვირიკაშვილი "თბილი მარიოტში" სხვა შესასვლელიდან შევიდნენ და ბიზნესმენებთან შეხვედრას ესწრებიან. 

"თბილისი მარიოტის" ცენტრალურ შესასვლელთან საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციას "თავისუფალი ზონა" და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მართავს. აქციის მონაწილეები ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისისა და ლარის გაუფასურების გამო ნოდარ ხადურის, გიორგი კვირიკაშვილის და მთელი მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. მათ ტრანსპარანტებიც აქვთ მიტანილი წარწერით: "რიგითი ლარიანის გადასარჩენად", "შეწყდეს ლარის კუპონიზაცია", "გა – ღარიბ – ებული საქართველო", "გადადგეს მთავრობა" და ა.შ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ნოდარ ხადური და გიორგი კვირიკაშვილი სამარცხვინოდ ემალებიან ქართველ ხალხს და სამარცხვინოდ იპარებიან სასტუმროში. აქციის მონაწილეებმა მათი დამოკიდებულება შეძახლებით "წადი, წადი" გამოხატეს.