გიორგი ქადაგიძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდება

გიორგი ქადაგიძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდება.

შეხვდრა ეროვნულ ბანკში დღეს, 12:30 საათზე არის დაგეგმილი. შეხვედრის თემა ლარის კურსთან დაკავშირებული საკითხები იქნება.

აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.26 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი გუშინ დაადგინა.

ლარი, დოლარის გარდა, ევროსთანაც გაუფასურდა. ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 ევროს შეძენა 25 თებერვლიდან 2.55 ლარად არის შესაძლებელი.

ეროვნული ბანკის მიერ 23 თებერვალს დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.48 ლარი იყო. ერთ დღეში კურსის ცვლილებამ 0.0741 ლარი შეადგინა.