პირველ კლასში წელს მხოლოდ იმ ბავშვებს მიიღებენ, რომლებსაც 6 წელი 13 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ

პირველ კლასში წელს მხოლოდ იმ ბავშვებს მიიღებენ, რომლებსაც 6 წელი 13 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ

საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში, პირველ კლასში  წელს იმ ბავშვებს მიიღებენ, რომლებსაც ექვსი წელი 13 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, სკოლებში სწავლა 10 სექტემბრის შემდეგ, პირველივე ორშაბათს იწყება. 2015-2016 სასწავლო წელი 14 სექტემბერს დაიწყება. შესაბამისად, პირველ კლასში მხოლოდ იმ ბავშვებს მიიღებენ, რომლებსაც 6 წელი 13 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.

აღნიშნული პირობა საქართველოს მასშტაბით, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებზეც ვრცელდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კანონი გამონაკლისის დაშვებას არ ითვალისწინებს და ხუთი წლის ბავშვები სკოლებში არ დაიშვებიან.