ჯონ კერი - რუსეთის მთავრობის წევრები გამუდმებით მატყუებდნენ

ჯონ კერი - რუსეთის მთავრობის წევრები გამუდმებით მატყუებდნენ

რუსეთის მთავრობის წევრები გამუდმებით მატყუებდნენ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა. 

"რუსეთში ყველაზე აშკარა და ვრცელი პროპაგანდა მიმდინარეობს, რაც მე მინახავს ცივი ომის შემდეგ. ისინი გამუდმებით უარყოფენ თავიანთ შეცდომებს. რაც გინდათ ის დაარქვით მათ ქმედებებს, მაგრამ ისინი პირდაპირ მატყუებენ მე, და სხვებსაც", - განაცხადა კერიმ. 

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი არღვევს დადებულ პირობებს. რაც შეეხება ვაშინგტონის მიერ უკრაინისათვის იარაღის მიწოდების საკითხს, ამაზე კერის კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, ობამას ადმინისტრაციაში ბოლო პერიოდში კიევის თავდაცვითი იარაღით მომარაგების საკითხი უკვე აქტიურად განიხილება.