"ამნესთი ინთერნეიშენალი" - უკრაინის კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე გამუდმებით არღვევს ომის კანონებს

უკრაინის კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე გამუდმებით არღვევს ომის კანონებს, - ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაცია "ამნესთი ინთერნეიშენალის" ყოველწლიურ დასკვნაშია აღნიშნული. 

დოკუმენტის მიხედვით, დაპირისპირებული მხარეები თავდასხმებს ახორციელებენ დასახლებულ ტერიტორიებზეც, რაც დაუშვებელია. 
"უკრაინაში, როგორც პრორუსი მებრძოლები, ასევე უკრაინის არმია ნაკლებად ფიქრობს მშვიდობიან მოქალაქეებზე. არც ერთ მხარეს არ გამოუხატავს სურვილი, დამნაშავეების დასჯის", - აღნიშნულია ანგარიშში. 

დოკუმენტში უკრაინის კონფლიქტის გარდა, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებული ვითარების შესახებაც არის საუბარი. დიდი ადგილი ეთმობა რუსეთს. ანგარიშის მიხედვით, რუსეთი განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოებაზე და თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლას.