შსს-ს მომსახურების სააგენტომ ავტომობილების შეძენისთვის ყველაზე მეტი თანხა დახარჯა

შსს-ს მომსახურების სააგენტომ ავტომობილების შეძენისთვის ყველაზე მეტი თანხა დახარჯა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" ის 10 სახელმწიფო უწყება დაასახელა, რომლებმაც 2013-2015 წლებში, ტენდერების გზით შესყიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს. 

როგორც ორანიზაციის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ყველაზე მეტი თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დახარჯა. კერძოდ, 2013 წელს სააგენტომ 15 702360 ლარის ავტომობილები შეიძინა, ხოლო 2014 წელს - 16 092 505 ლარის. 

შემდეგია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელმაც 2014 წელს 10 846 350 ლარის ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა.
მესამეა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც 2013 წელს 6 539 450 ლარი დახარჯა. 

შპს თბილსერვისჯგუფი - 2013 წელს 3 422 100 ლარის ავტომობილები შეიძინეს, ხოლო 2014 წელს – 2 126 080 ლარი.

თბილისის მერიამ 2013 წელს ავტომობილების შეძენაში 4 409 999 ლარი დახარჯა; შემოსავლების სამსახურმა 2013 წელს 3 331 698 ლარის ავტომობილები შეიძინა; სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს ავტომანქანებში 3 214 687 ლარი დახარჯა; საქართველოს ფოსტამ 2014 წელს 2 146 200 ლარის ავტომობილები შეიძინა; სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2013 წელს ავტომობილების შეძენაში 1 841 040 ლარის დახარჯა; შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2014 წელს 1 503 347 ლარის ავტომობილი შეიძინა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2013-2015 წლებში სახელმწიფომ 147 მილიონი ლარის ავტომობილები შეიძინა.