ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა

ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა

ლარი დოლარის გარდა ევროსთანაც უფასურდება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა ევროს მიმართ დაახლოებით 7 პუნქტით დაეცა.

ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 ევროს შეძენა 25 თებერვლიდან 2.55 ლარად იქნება შესაძლებელი.

ეროვნული ბანკის მიერ 23 თებერვალს დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.48 ლარი იყო. ერთ დღეში კურსის ცვლილებამ 0.0741 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება დოლარს, საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან გაუფასურებას განაგრძობს. ახალი კურსის მიხედვით, 1 დოლარი დღეიდან 2.26 ლარი ეღირება.