უგერსკ-ბროდში მომხდარი ფაქტი ტერაქტი არ ყოფილა

უგერსკ-ბროდში მომხდარი ფაქტი ტერაქტი არ ყოფილა

ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მილან ხოვანეცის განცხადებით, ქალაქ უგერსკი-ბროდში დღეს მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც რესტორანში 8 ადამიანი დაცხრილეს, ტერაქტი არ ყოფილა. ამის შესახებ მან "თვითერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"წინასწარი მონაცემებით, ეს ტერაქტი არ ყოფილა, არამედ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანის მიერ ჩადენილის საქციელია", - განმარტავს მინისტრი.

დღეს აღნიშნული ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში ადგილობრივმა მცხოვრებმა, დაახლოებით 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა 25 გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა.