საბჭოთა კავშირს შესანიშნავი კონსტიტუცია ჰქონდა, თუმცა არ მუშაობდა

საბჭოთა კავშირს შესანიშნავი კონსტიტუცია ჰქონდა, თუმცა არ მუშაობდა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საბჭოთა კავშირს შესანიშნავი კონსტიტუცია ჰქონდა, თუმცა ის არ მუშაობდა.

ამის შესახებ მარგველაშვილმა უკრაინულ გამოცემა "День"-თან ინტერვიუში, იმ კითხვის პასუხად განაცხადა, გამართლებულად მიიჩნევს თუ არა საქართველოში მმართველობის საპრეზიდენტო მოდელიდან შერეულ, საპარლამენტო-საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლას.

"მე კონსტიტუციონალისტი არ ვარ. მე დავიფიცე კონსტიტუციაზე და ვემსახურები იმ კონსტიტუციას, რომელზეც დავიფიცე. ეს უკვე პოლიტიკური თეორეტიკოსების, მიმომხილველების თემაა, დაე, მათ იფიქრონ ამაზე. მე მინახავს ქვეყნები, სადაც ნებისმიერი დემოკრატია მუშაობს და სხვათა შორის, მე დავიბადე ქვეყანაში, სადაც შესანიშნავი კონსტიტუცია იყო, მაგრამ ის არ მუშაობდა. ეს იყო საბჭოთა კავშირი - საბჭოთა საქართველო. მთავარია ემსახურო იმ კონსტიტუციას, რომელიც გაქვს. როდესაც არჩევნებზე მივდიოდი, ვიცოდი, რაზეც მივდიოდი. ვიცოდი, რომ რთული იქნებოდა, ოღონდ არა კონსტიტუციის, არამედ იმის გამო, რომ უზარმაზარი მოლოდინები იყო. ეს რთული გარდამავალი პროცესია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.