პარლამენტის ორ კომიტეტში ხვალ ნინო გვენეტაძესთან შეხვედრა იგეგმება

პარლამენტის ორ კომიტეტში ხვალ ნინო გვენეტაძესთან შეხვედრა იგეგმება

პარლამენტის ორ კომიტეტში ხვალ, პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ნინო გვენეტაძესთან შეხვედრა იგეგმება.

გვენეტაძეს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, შემდეგ კი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მოუსმენენ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის მოსმენა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 23 თებერვალს იყო დანიშნული, თუმცა კომიტეტის სხდომა კვორუმის პრობლემის გამო ორჯერ ჩაიშალა. კომიტეტის სხდომაზე არ მივიდნენ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები და ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომლებიც ზოგადად, თბილისში ჩატარებულ საკომიტეტო სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ.

ფრაქციის ფორმატში ნინო გვენეტაძის მოსმენას გეგმავენ "თავისუფალი დემოკრატები".