პარიზში

პარიზში "ნორმანდიული ოთხეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა

პარიზში "ნორმანდიული ოთხეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იტყობინება.

რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის პირველი დიპლომატების დისკუსია დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. მხარეებმა უკრაინის კრიზისზე და აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შეხვედრა სასარგებლო იყო. თუმცა, ლავროვს დეტალებზე კომენტარს არ გაუკეთებია.