„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს", ჯავახიშვილის ქუჩაზე ახალგაყვანილ მაგისტრალურ ქსელებს, დღეს, წყალმომარაგების სისტემასთან მიაერთებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ელბაქიძის აღმართი) ახალგაყვანილი მაგისტრალური ქსელების ტესტირებისა და რეცხვის პროცესი უკვე დაასრულა. შესაბამისად,  ახალ 500 და 400 მმ-იან მაგისტრალებს ლაბორატორიული კონტროლიც ჩაუტარდა. ახალგაყვანილი ქსელების წყალმომარაგების ერთიან სისტემასთან მიერთების სამუშაოებს კი  კომპანია დღეს საღამოდან შეუდგება. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.

წყალსადენის ორი ახალი ქსელის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების მიზნით, დღეს, 19:00 საათიდან, ხვალ, 25 თებერვლის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის აღმ.), უშანგი ჩხეიძის ქუჩებს, მარჯანიშვილის ქუჩის მცირე ნაწილს, სანაპიროს ქ. N6 და სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიას".

ასევე, დღეს, 21:00 საათიდან წყლის მიწოდება დაბალი წნევით მოხდება:

რუსთაველის გამზირის მცირე ნაწილში, ელბაქიძის აღმართისა და მეტროსადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ქუჩებზე.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება ხვალ, 25 თებერვლის 08:00 საათიდან, ეტაპობრივად, ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე.

წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე - http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli/1685-tbilisis-zogiert-quchas-tskhalmomarageba-sheezghudeba

ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ).