ხელაიას და მარგიშვილის გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია პოლიტიკურ პროვოკაციას ჰგავს

ხელაიას და მარგიშვილის გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია პოლიტიკურ პროვოკაციას ჰგავს

ხელაიას და მარგიშვილის გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია პოლიტიკურ პროვოკაციას ჰგავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა მერიის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მერის მოადგილეების გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიზანმიმართულად გავრცელდა. "მერიის ხელმძღვანელობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება. მე ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარად არის პროვოკაციული ინფორმაცია. ყველაფერი მშვიდადაა და მერია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ვფიქრობ, ეს საკითხი მიზანმიმართულად გაავრცელეს, თითქოს მარგიშვილი და ხელაია გადადგა, რაც არ დასტურდება", - აღნიშნა სესიაშვილმა.

სესიაშვილმა ასევე უარყო ინფორმაცია, თითქოს მერიაში მისი სტუმრობა საკადრო ცვლილებებს უკავშირდება. "მე მქონდა როგორც პირადი, ისე სხვა საქმეები, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეეხება და ქვეყნის ინეტერესებს წაადგება. ერთ-ერთი ინვესტორის ინტერესებია გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით და მე ეს ინფორმაცია მივეცი მერს. დათოსთვის არც მიკითხვას მოადგილეების გადადგომის შესახებ, რადგან ინფორმაცია უკვე გავრცელებული იყო", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა და დასძინა, რომ მერიაში მოსალოდნელი ცვლილების განცდა არ არსებობს.