დოლარის ოფიციალური კურსი 2.26 ლარი გახდა

დოლარის ოფიციალური კურსი 2.26 ლარი გახდა

აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.26 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალიდან, 25 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.2619 ლარად იქნება შესაძლებელი

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.1971 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0648 ლარი შეადგინა.