პოროშენკომ გაერთიანებულ საემიროებთან იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა

პოროშენკომ გაერთიანებულ საემიროებთან იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა

უკრაინის პრეზიდენტმა არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობასთან იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არაბთა გაერთიანებული საემიროების პრინცს, გენერალ-პოლკოვნიკს და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა. შეხვედრისას მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ემირატების მთავრობა უკრაინას გარკვეული სახის იარაღს და სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის", - წერს გერაშენკო.