ირაკლი სესიაშვილი თბილისის მერიაში იმყოფება

ირაკლი სესიაშვილი თბილისის მერიაში იმყოფება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი თბილისის მერიაში მივიდა. მან ჟურნალისტებს განუცხად, რომ პირად საქმეზე იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, თბილისის მერიაში საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მერიაში დღის პირველ ნახევარში ირაკლი ტრიპოლსკი და ლერი ხაბელოვი იყვნენ მისულები.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერის მოადგილეებმა, ალექსანდრე მარგიშვილმა და გიორგი ხელაიამ თანამდებობა დატოვეს. თუმცა, ამ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური არ ადასტურებს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, თბილისის მერიაში თათბირი, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ესწრებიან, სწორედ ამ საკითხს უკავშირდება.