პარიზში

პარიზში "ნორმანდიული ოთხეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო

პარიზში "ნორმანდიული ოთხეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

შეხვედრას რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის პირველი დიპლომატები ესწრებიან. ისინი უკრაინის კრიზისზე მსჯელობენ. კონკრეტულად რა თემებზე მიმდინარეობს საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ის შეეცდება დონბასში გაერო-ს და ევროკავშირის სამშვიდობო მისიის განთავსების საკითხის წამოჭრას.