შესაძლოა, გიორგი მოსიძე „ქართული ოცნების“ წევრი გახდეს

შესაძლოა, გიორგი მოსიძე „ქართული ოცნების“ წევრი გახდეს

დავით საგანელიძე და ეკა ბესელია ადასტურებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება" ახალ სახეებს ეძებს. ბესელიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „რა? სად? როდის?" მოაზროვნეებთან და გადაცემის წამყვან გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართა.

„მე შემიძლიათ გითხრათ, რომ გიორგი მოსიძე შეიძლება გახდეს „ქართული ოცნების" წევრი, მასთან ერთად კონსულტაციები იმართება სხვა ადამიანებთან, ვაძლიერებთ პარტიას", - აცხადებს ეკა ბესელია.