არსებული ინფორმაციით, ვახტანგ ხმალაძემ გერმანიაში დაგეგმილ ვიზიტზე უარი თქვა

არსებული ინფორმაციით, ვახტანგ ხმალაძემ გერმანიაში დაგეგმილ ვიზიტზე უარი თქვა

პარლამენტში არსებული ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ჩატარების მიზნით, კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ გერმანიაში დაგეგმილ ვიზიტზე უარი თქვა.

ხმალაძე თბილისში, პარლამენტის შენობაში იმყოფება და არსებული ინფორმაციით, ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის მოწვევას ხვალისთვის აპირებს. კომიტეტის სხდომაზე დაგეგმილია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ნინო გვენეტაძის მოსმენა.

ნინო გვენეტაძისთვის კომიტეტს გუშინ უნდა მოესმინა, თუმცა კომიტეტის სხდომა პარლამენტში ორჯერ ჩაიშალა. სხდომის ჩაშლის მიზეზი კვორუმის უქონლობა გახდა. როგორც გუშინ ჟურნალისტებს ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, ის მივლინებით თბილისიდან მიემგზავრებოდა, რის გამოც სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ვერ ჩატარდებოდა.