ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა 90 ქრისტიანი გაიტაცეს

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა 90 ქრისტიანი გაიტაცეს

ე.წ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონიდან 90 ქრისტიანი გაიტაცეს. ამის შესახებ "როიტერი" ადამიანის უფლებათა დაცვის ადგილობრივ სადამკვირვებლო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

მათივე ცნობით, ექსტრემისტებმა ქრისტიანები ქალაქ ჰასაკასთან ახლოს მდებარე ტელ-ჰმარის ტერიტორიიდან გაიტაცეს. აღნიშნულ ქალაქს ამ დროისთვის ძირითადად ქურთები აკონტროლებენ. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ერაყსა და სირიაში ისლამისტებმა ამ დრომდე ქრისტიანები არაერთხელ გაიტაცეს და დახოცეს.