ზურაბ აბაშიძე მიესალმება, თუ რუსეთი აფხაზებთან და ოსებთან დიალოგში თბილისს ხელს შეუწყობს

ზურაბ აბაშიძე მიესალმება, თუ რუსეთი აფხაზებთან და ოსებთან დიალოგში თბილისს ხელს შეუწყობს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი ზურაბ აბაშიძე მიესალმება, თუ აფხაზებთან და ოსებთან დიალოგში რუსეთი თბილისს ხელს შეუწყობს.

როგორც აბაშიძემ "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა, საქართველო აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის ახალ ფორმებს განიხილავს და მიესალმება, თუ მოსკოვს ექნება გაზრახვა, პირდაპირ კონტაქტებს ხელი შეუწყოს.

"თუ დიალოგი დაიწყება და რუსეთი სინამდვილეში ხელს შეუწყობს და მოტივირებას მოახდენს პირდაპირი დიალოგის ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის, მზად ვართ სტატუსთან დაკავშირებული საკითხები გარკვეული დროით გვერდზე გადავდოთ და ისეთი საკითხები განვიხილოთ, როგორიცაა ჰუმანიტარული, ეკონომიკური, ბიზნესი, განათლება, ჯანდაცვა, წყალი, გაზი. მოდი, გადავწიოთ საერთო წითელი ხაზები და დავიწყოთ ადამიანური პრობლემებით", - განაცხადა აბაშიძემ.

აბაშიძე ასევე გამოეხმაურა "როსნეფტის" საქმიანობას საქართველოში და და იმ კრიტიკას, რომელიც, მისი თქმით, "როსნეფტის" შვილობილი კომპანიების მიერ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონდარღევაზე ინფორმაციამ გამოიწვია.

"წარმოიშვა კითხვები იმის შესახებ, ხომ არ არღვევს ეს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და რომ "როსნეფტის" რაღაც შვილობილი კომპანიები აფხაზეთში ბიზნესით არიან დაკავებული. ამიტომ ჩვენმა სპეციალისტებმა დაიწყეს ამ საკითხის შესწავლა", - განაცხადა აბაშიძემ და დასძინა, რომ "როსნეფტი" აგრძელებს თავის საქმიანობას და არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრია.