ნატო-ს ცენტრი არანაირ სამხედრო ფაქტორს არ მოიცავს, ისიც კი არ ვიცი, რამდენი ოფიცერი ჩაატარებს წვრთნებს

ნატო-ს ცენტრი არანაირ სამხედრო ფაქტორს არ მოიცავს, ისიც კი არ ვიცი, რამდენი ოფიცერი ჩაატარებს წვრთნებს

უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას და რუსეთის შეშფოთება ამასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია, - ამის შესახებ "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

"უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას და ეს ყველასთვის ცნობილია – ჩვენთვისაც, თქვენთვისაც და ბრიუსელისთვისაც. ასე რომ, ვფიქრობ, ამ ემოციური ფონის მოხსნა უნდა ვცადოთ. ამის გამო დამატებითი საბაბის ძიება ისედაც რთული ურთიერთობების კიდეც უფრო გასართულებლად არ ღირს", - განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, რუსეთის შეშფოთება, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან და საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის განთავსებასთან დაკავშირებით, გადაჭარბებულია და აღნიშნული ცენტრი არანაირ სამხედრო ფაქტორს არ მოიცავს.

"არანაირი ბაზა ამ მომენტისთვის არ არის, ეს არის საწვრთნელი ცენტრი, მოკრძალებული. ისიც კი არ ვიცი, რამდენი ოფიცერი ჩაატარებს წვრთნებს", - დასძინა ზურაბ აბაშიძემ.