საფრანგეთი უფრო აქტიურად იბრძოლებს ანტისემიტიზმის, რასიზმისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ

საფრანგეთი უფრო აქტიურად იბრძოლებს ანტისემიტიზმის, რასიზმისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ

საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ ქვეყანა უფრო აქტიურად იბრძოლებს ანტისემიტიზმის, რასიზმისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ.

"ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ ოლანდმა პარიზში ყოველწლიურ საქველმოქმედო ვახშამზე გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც ებრაული საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ოლანდის თქმით, საფრანგეთში ანტისემიტიზმის ადგილი არ არის. ის ასევე შეეცადა ებრაელი მოსახლეობის დარწმუნებას, რომ მათ საფრანგეთში შეუძლიათ თავი დაცულად იგრძნონ.

როგორც ოლანდმა აღნიშნა, მთავრობა აპირებს უფრო მკაცრი ზომების მიღებას იმათ წინააღმდეგ, რომლებიც განსხვავებული რასის, რელიგიისა და ორიენტაციის ადამიანების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს მიმართავს.