პარიზში

პარიზში "ნორმანდიული ოთხეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

დღეს პარიზში "ნორმანდიული ოთხეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. 

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი საფრანგეთის დედაქალაქში უკვე ჩავიდა. 12 თებერვალს, მინსკში გამართული გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის შემდეგ, "ნორმანდიული ოთხეულის" წარმომადგენლები დღეს პირველად იკრიბებიან. ისინი აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იმსჯელებენ. 

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, ის შეხვედრის დროს დონბასში გაერო-ს და ევროკავშირის სამშვიდობო მისიის განთავსების საკითხის წამოჭრას შეეცდება.