მიხეილ სააკაშვილი - მსოფლიო ლიდერებისგან ბევრი საინტერესო ზარია, თუმცა დახმარება არ მოდის

მიხეილ სააკაშვილი - მსოფლიო ლიდერებისგან ბევრი საინტერესო ზარია, თუმცა დახმარება არ მოდის

ძალიან ბევრი სატელეფონო ზარია მსოფლიო ლიდერებისგან, თუმცა, დახმარება არ მოდის, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ფოქს ბიზნეს ნეთვორქის" ეთერში უკრაინის კრიზისზე საუბრისას განაცხადა. 

"აშშ-მა ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მან შეძლო ევროპის მობილიზება, დაწესდა სანქციები, მაგრამ ახლა სანქციები აღარ არის საკმარისი, საჭიროა მეტი. უკრაინას სჭირდება თავდაცვითი იარაღი", - განაცხადა საკაშვილმა. 

საქართველოს ექსპრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ იარაღი ზოგჯერ იარაღით უნდა შეჩერდეს და რუსეთის შესაჩერებლად უფრო ქმედითი და პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. 
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველად რამდენიმე ხნის წინ დაინიშნა.