თბილისის მერიაში ალექსანდრე მარგიშვილის და გიორგი ხელაიას გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

თბილისის მერიაში ალექსანდრე მარგიშვილის და გიორგი ხელაიას გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის მერის მოადგილეები ალექსანდრე მარგიშვილი და გიორგი ხელაია თანამდებობიდან გადადგნენ. აღნიშნულ ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური არ ადასტურებს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" მერიაში განუცხადეს, თანამშრომლების გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.