ლინას ლინკიავიჩუსი - დნესტრისპირეთი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცევა რუსეთი

ლინას ლინკიავიჩუსი - დნესტრისპირეთი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცევა რუსეთი

რუსეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, უხეშად არღვევს გაეროს წესდებასა და პრინციპებს. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა განაცხადა. 
"მუდმივი წევრის სტატუსი რუსეთს მიეცა იმისთვის, რომ დაიცვას მსოფლიოს უზენაესი ინტერესები, რის შესახებაც წესდებაშია საუბარი. რატომ აწარმოებს რუსეთი ომს მეორე მსოფლიო ომიდან 70 წლის შემდეგ?! რუსეთი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ომის შედეგად, სხვებზე უკეთესად უნდა ხვდებოდეს მშვიდობისა და სტაბილურობის ფასს. ამის ნაცვლად კი, ის არღვევს ევროპის მიერ დადგენილ საზღვრებს", - განაცხადა ლინკიავიჩუსმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.

მისი თქმით, დნესტრისპირეთი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი წარმოადგენს მაგალითს იმისა, თუ როგორ იქცევა რუსეთი, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოების საქმეებში ერევა. მანვე განაცხადა, რომ უკრაინა განიცდის რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმების მხრიდან თავდასხმებს, ერთი წლის წინ კი, რუსეთმა ყირიმი დაიპყრო. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს 30-ზე მეტი სხდომა გაიმართა, მაგრამ ვითარებაზე ამან გავლენა ვერ მოახდინა.